პოლისი მედი


ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა - მაღალი ხარისხის მომსახურება და მრავალფეროვანი სამედიცინო სერვისის დაფინანსება.

დაზღვევის მომენტიდან თქვენ პირადი ექიმი გყავთ, ბავშვის დაზღვევის შემთხვევაში კი - პირადი პედიატრი. პოლისი მედით აგინაზღაურდებათ როგორც ამბულატორიული მომსახურების (ვიზიტები სპეციალისტებთან, გამოკვლევები, ანალიზები, ა.შ.), ასევე უეცარ ავადმყოფობასთან დაკავშირებული ხარჯების უმეტესი ნაწილი.

პოლისი მედით თავს დაცულად იგრძნობთ, ვინაიდან გაუთვალსიწინებელ შემთხვევებში ხარჯების უმეტეს ნაწილს ჩვენ დავფარავთ. რაც მთავარია, თქვენ დარწმუნდებით, რომ ჩვენ მუდამ თქვენს გვერდით ვართ - დღის და ღამის ნებისმიერ მომენტში!

ხშირად დასმული კითხვები

10/თვეში


პოლისი მედი ბაზისური
დეტალურად
 შეძენა

18/თვეში


პოლისი მედი ოპტიმალი
დეტალურად
 შეძენა

30/თვეში


პოლისი მედი სტანდარტი
დეტალურად
 შეძენა

40/თვეში


პოლისი მედი კლასიკი
დეტალურად
 შეძენა
ვაუჩერი!

55/თვეში


პოლისი მედი პრემიუმი
დეტალურად
 შეძენა

პოლისი ავტო კლასიკი


შეიძინეთ ჯიპიაი-ს ავტოდაზღვევა და ისარგებლეთ უამრავი პრივილეგიით:

  • ავტოასისტანსი 24/7
    • საბურავის გაბერვა/გამოცვლა
    • საწვავის ადგილზე მიტანა
    • უფასო ევაკუატორის მომსახურება
    • მანქანის დაქოქვა სპეციალური ხელსაწყოთი
  • ავტოდაზღვევის ჯგუფის მომსახურება 24/7 - ავტოსაგზაო შემთხვევისას
  • 1000 ლარამდე ზარალის ადგილზე ანაზღაურება
  • ზარალის გაცხადება და ანაზღაურება ონლაინ - სრული მომსახურება დისტანციურად

ხშირად დასმული კითხვები

ვაუჩერი!

% 2.5-დან


პოლისი ავტო კლასიკი სრული

გამოთვალე ტარიფი

 შეძენა

% 2-დან


პოლისი ავტო კლასიკი ნაწილობრივი

გამოთვალე ტარიფი

 შეძენა

ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა


დააზღვიე სხვისი ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანება ავტოსაგზაო შემთხვევისას!

პოლისი ანაზღაურებს ზარალს, რომელიც თქვენი ბრალეულობით მიადგა სხვა ავტომობილს, სხვის ქონებას ან ჯანმრთელობას. ამავდროულად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, დაზღვეული შეძლებს ისარგებლოს ჯიპიაი ჰოლდინგის ავტოდაზღვევის ჯგუფის 24 საათიანი უფასო მომსახურებით.

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურების ლიმიტი 5000, 7000, ან 10000 ლარი.

ხშირად დასმული კითხვები

6-დან თვეში


ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა

 შეძენა

პოლისი სტიქია


ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური სოციალური პროექტი: სტიქიის პოლისი საჩუქრად - ყველა ავტომფლობელს! ონლაინ გაიაქტიურეთ პოლისი და იყავით დაცული მთელი წლის განმავლობაში ისეთი სტიქიური მოვლენებისგან, როგორიცაა: წყალდიდობა, დიდთოვლობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი და მიწისძვრა. თუკი ავტომობილი ამ მოვლენების შედეგად დაზიანდა, პოლისით ანაზღაურდება მანქანის შეკეთების ან ჩანაცვლების ხარჯები სრულად.

ხშირად დასმული კითხვები

საჩუქრად!

0


პოლისი სტიქია

 მიიღე

პოლისი კომფორტი


რემონტის/ავეჯის/ტექნიკის დაზღვევა ყველაზე ხელმისაწვდომი პირობებით

პოლისი კომფორტით ანაზღაურდება გარემონტების/შეკეთების ან ტექნიკის/ავეჯის ჩანაცვლების ხარჯები.

პოლისით დაზღვეულია:

  • მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა
  • გათბობის სისტემების დაზიანება
  • კანალიზაციის, წყალგაყვანილობის და ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა
  • წვიმა, სეტყვა, მიწისძვრა, ძლიერი ქარი
  • ხანძარი, კვამლი, აფეთქება
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა
  • მესამე პირის ბოროტგანზრახული ქმედება

ხშირად დასმული კითხვები

10-დან თვეში


პოლისი კომფორტი სტანდარტი

 შეძენა
ვაუჩერი!

20-დან თვეში


პოლისი კომფორტი პრემიუმი

 შეძენა

პოლისი Easy Travel


სამოგზაურო დაზღვევა მთელი წლის განმავლობაში ერთი სადაზღვევო პოლისით

პოლისით Easy Travel შესაძლებელია სამოგზაურო დღეების რაოდენობის წინასწარ შეძენა და ერთ პოლისში დაფიქსირება. Easy Travel მთელი წლის განმავლობაში მოქმედებს, შესაბამისად საჭირო აღარ არის კონკრეტული თარიღის დაფიქსირება და ახალი პოლისის გამოწერა ყოველ მოგზაურობაზე. გახარჯული დღეები ფიქსირდება დაზღვეულს პასპორტში - საზღვრის გადაკვეთისა და გადმოკვეთის მომენტში.

ხშირად დასმული კითხვები

ვაუჩერი!

10-დან კვირაში


პოლისი EASY TRAVEL (მრავალჯერადი)

 შეძენა

პოლისი სამოგზაურო


სამოგზაურო დაზღვევა: მოულოდნელი სამედიცინო ხარჯების დაფარვა საზღვარგარეთ

პოლისი სამოგზაურო ფარავს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს საზღვარგარეთ ყოფნისას, მაგალითად: საკვებით მოწამლვა, ტრავმა, მოტეხილობა, ალერგია, დამწვრობა, მწერის ან ცხოველის ნაკბენი, ყურის ანთება, ბრმა ნაწლავის ანთება, გასტრიტის გამწვავება და სხვა. პოლისი ასევე ითვალისწინებს გადაუდებელ სტომატოლოგიურ მომსახურებას.

პოლისი მოქმედებს მთელ მსოფლიოში და ითვალისწინებს ანაზღაურებას 50 000 EU/USD ფარგლებში. ჯიპიაი ჰოლდინგის პარტნიორი საერთაშორისო ასისტანს კომპანია უზრუნველყოფს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში.

ხშირად დასმული კითხვები

ვაუჩერი!

0.5-დან დღეში


პოლისი სამოგზაურო (ერთჯერადი)

 შეძენა

სიცოცხლის დაზღვევა


როგორ დავიცვათ საკუთარი ოჯახი, შვილები და ახლობლები მოულოდნელი უსიამოვნებისგან, ან როგორ დავიყვანოთ მათი შედეგები მინიმუმამდე? პასუხი მარტივია და უკვე მთელ მსოფლიოში კარგად აპრობირებული – სიცოცხლე შეიძლება დავაზღვიოთ.

თუ ოჯახის მარჩენალი მოულოდნელად გარდაიცვლება, დიდია იმის ალბათობა, რომ მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდეს. ამის გათვალისწინებით, ოჯახის მარჩენალს შეუძლია შეიძინოს სიცოცხლის დაზღვევა, რითაც უზრუნველყოფს ოჯახისა და შვილების ფინანსურ სტაბილურობას.

ხშირად დასმული კითხვები

ვაუჩერი!

$ 3-დან თვეში


სიცოცხლის ვადიანი დაზღვევა

გამოთვალე ტარიფი

 შეძენა

ექიმების პასუხისმგებლობის დაზღვევა


ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი განკუთვნილია ოჯახის ექიმებისთვის, ქირურგებისთვის, ვიწრო პროფილის სპეციალისტებისთვის (კარდიოლოგი, გინეკოლოგი, პედიატრი, სტომატოლოგი და ა.შ.), ექთნებისთვის და სხვა სამედიცინო პერსონალისთვის. ანაზღაურდება ექიმის ან სამედიცინო პერსონალის შეცდომით ან დაუდევრობით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული ხარჯები.

ხშირად დასმული კითხვები

10-დან თვეში


ექიმების პასუხისმგებლობის დაზღვევა

 აგენტის გამოძახება