კონტრაქტორი საბაზისო კლინიკებია:
კლინიკა „კურაციო“, (ცინცაძის ქ (ყოფ. საბურთალოს ქ.) #16) ტელ: 2 43 01 01
კლინიკა „მედიქალ ჰაუსი“ ბერბუკის #10 ტელ: 2 33 08 33
კლინიკა „მედიკორი“ ქავთარაძის ქ. #16 ტელ: 2 30 20 20

პოლისის შეძენისას თქვენ ირჩევთ საბაზისო მომსახურე სამი კლინიკიდან ერთ-ერთს: კლინიკა „კურაციო“, კლინიკა „მედიქალ ჰაუსი“ კლინიკა „მედიკორი“.
პირადი ექიმის და პედიატრის არჩევა შესაძლებელია თქვენი ნებასურვილით.

თუ დაეზღვევით პოლისი მედი ბაზისური, ოპტიმალი ან სტანდარტით სამედიცინო მომსახურებას მიიღებთ არჩეულ საბაზისო კლინიკაში, გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც კლინიკა ვერ უზრუნველყოფს საჭირო გამოკვლევას/მკურნალობას, ამ შემთხვევაში ხდება დაზღვეულის პროვაიდერ კლინიკაში გადამისამართება პირადი ექიმის მიერ გამოწერილი მიმართვის საფუძველზე.
თუ დაეზღვევით პოლისი კლასიკით ან პრემიუმით, მაშინ პირადი ექიმის მიმართვის საფუძველზე შესაძლებელია მიიღოთ მომსახურება სხვა კლინიკაში.

დაზღვეულს პირადი ექიმი სპეციალისტთან ვიზიტისთვის ან/და საჭირო მედიკამენტების შეძენისთვის აძლევს მიმართვის ფურცელს, სადაც მითითებულია ჯიპიაის მიერ პროცენტული დაფინანსება
მაგალითად: ექიმთან კონსულტაცია თუ დაზღვევით იფარება 70%, მიმართვაში დაფიქსირებული იქნება, კონსულტაციამდე კიკლინიკის მიმღებში წარადგენთ პირადობას, დაზღვევის პოლისს და მიმართვას, შესაბამისად გადაიხდით კონსულტაციის ღირებულების 30%-ს.

გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება - (მოცდის პერიოდი 12 თვე)
ითვალისწინებს შესაბამისი სამედიცინო ჩვენებისას პირადი ექიმის/მზღვეველის მიერ დადასტურებული ჰოსპიტალური (მედიკამენტები, დიაგნოსტიკური მანიპულაციები, თერაპიული და ქირურგიული
მკურნალობა, სტანდარტული პალატის ხარჯები) მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას, პოლისის პირობების შესაბამისად.
გეგმიური ჰოსპიტალურ მომსახურების ჯამური ლიმიტი, ჰოსპიტალში საწოლდღის დაკავების შესაბამისად, იყოფა ორ მომსახურების ტიპად:
1. ერთ საწოლდღეზე მეტი ხნის ვადით გეგმიური ჰოსპიტალიზაცია
- ითვალისწინებს გეგმიური ჰოსპიტალურ მომსახურების ღირებულების
ანაზღაურებას პოლისის პირობების შესაბამისად, ისე რომ დაზღვეული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე თავსდება კლინიკაში და იკავებს საწოლს ერთ საწოლდღეზე მეტი ხნის ვადით.
2. ერთ საწოლდღიანი გეგმიური ჰოსპიტალიზაცია - ითვალისწინებს
გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას პოლისის პირობების შესაბამისად, ისე რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაზღვეული იკავებს საწოლს ღამისთევით.
კონსერვატიულ სამკურნალო მანიპულაციებთან, სამკურნალო პროცედურებთან, ქირურგიულ ჩარევებთან დაკავშირეული ხარჯები, რომლებიც არ საჭიროებენ პაციენტის მიერ საწოლის დაკავებას არ ანაზღაურდება.