ონლაინ ოფისის შესახებ

დაზღვევას ახალი მისამართი აქვს - www.mygpi.ge!

პირველად საქართველოში! ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ დაზღვევის ონლაინ სერვისებს.

დარეგისტრირდით და ისარგებლეთ გამარტივებული მომსახურებით:

  • მოქმედი პოლისების შესახებ ინფორმაცია - პორტალზე ასახულია ყველა ის პოლისი, რომელიც ფიქსირდება თქვენს სახელზე და აქვს მოქმედი ვადა.
  • კლინიკა კურაციოში ჩაწერა - დაგეგმეთ ვიზიტი თქვენ პირად ექიმთან, პედიატრთან ან სასურველ სპეციალისტთან. 
  • ჯანმრთელობის დაზღვევის დეტალები - იხილეთ თქვენ ჯანმრთლობის დაზღვევაზე დეტალური ინფორმაცია: სამედიცინო გეგმა, მომსახურებების დაფარვები და ლიმიტები, მიმართვები და გახარჯვები.
  • სამედიცინო ანაზღაურება დისტანციურად- აინაზღაურეთ მიღებული სამედიცინო მომსახურების ღირებულება 1 დღის ვადაში ან/და მოითხოვეთ საგარანტიო წერილი.
  • დაზღვევის ღირებულების - პრემიის გადახდა -საშუალება გეძლევათ გაეცნოთ თქვენს გადახდის გრაფიკებს და მოქმედი პოლისების საფასური (პრემია) გადაიხადოთ ონლაინ რეჟიმში, ჩასარიცხი აპარატისა და ბანკში მისვლის გარეშე.
  • ავტომატური გადახდები - გაიაქტიურეთ არსებულ პოლისზე დავალიანების დაფარვის ავტომატური სერვისი.
  • დაზღვევის ღირებულების გამოთვლა - არ იცით რა ჯდება თქვენთვის სასურველი დაზღვევა? დაზღვევის ღირებულების კალკულაცია ონლაინ მარტივია.
  • პოლისების განახლება - განაახლეთ არსებული პოლისები ონლაინ პოლისის მოქმედების ვადის დასრულებამდე, ფილიალში მისვლის გარეშე.
  • საუკეთესო შეთავაზებები - მიიღეთ საჩუქრები, ექსკლუზიური ფასდაკლების კოდები და აქციები ონლაინ შეძენილ პოლისებზე.


შეიძინეთ სასურველი სადაზღვევო პოლისი ონლაინ:

სამოგზაურო დაზღვევა - შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ. ამობეჭდეთ პოლისი სახლში, ოფისში და წარადგინეთ თქვენ მიერ ამობეჭდილი ფორმა საელჩოში. ვიდეო ინსტრუქცია

პოლისი ავტო კლასიკი - დააზღვიეთ თქვენი ავტმობილი შემდეგი შემთხვევებისგან: ავტოავარია, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, მინების, სარკეების ცალკეული დაზიანება, საგნების ვარდნა, სხვა პირის მიერ ბოროტგანზრახული დაზიანება, სტიქიური მოვლენები და მიიღეთ დამატებითი უფასო სერვისები მთელი წლის განმავლობაში

ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა - შეიძინეთ დაზღვევა და იმგზავრეთ მშვიდად, ჯიპიაი ჰოლდინგი აანაზღაურებს ზარალს, რომელიც მიადგება სხვა ავტომობილს, სხვის ქონებას ან ჯანმრთელობას თქვენი ბრალეულობით. 

პოლისი სტიქია - მიიღეთ საჩუქარი ჯიპიაი ჰოლდინგისგან. შეავსეთ განაცხადი ონლაინ და თქვენი ავტომობილი დაზღვეული იქნება სტიქიური უბედურებებისგან სრულიად უფასოდ.

პოლისი მედი -შეიძინეთ ჯანმრთელობის დაზღვევა, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ოჯახის წევრებისთვის. პოლისი მედით აგინაზღაურდებათ როგორც ამბულატორიული მომსახურების (ვიზიტები სპეციალისტებთან, გამოკვლევები, ანალიზები, ა.შ.), ასევე უეცარ ავადმყოფობასთან დაკავშირებული ხარჯების უმეტესი ნაწილი. ვიდეო ინსტრუქცია

პოლისი მედი ქეარ- ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა მათთვის, ვინც სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. ვიდეო ინსტრუქცია

ხელფასის დაზღვევა - „ჯიპიაი ჰოლდინგი“ საშუალებას გაძლევთ, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში შეინარჩუნოთ შემოსავალი.  თუკი სამსახურის გარეშე აღმოჩნდებით კომპანიის რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულის შემცირების ან თუნდაც შინაგანაწესის დარღვევის გამო. აღნიშნულ შემთხვევებში, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ გადაგიხდით ხელფასს 6 თვის მანძილზე. ვიდეო ინსტრუქცია

სიცოცხლის დაზღვევა -  შეიძინეთ სიცოცხლის დაზღვევა, უზრუნველყავით ოჯახის და შვილების ფინანსური სტაბილურობა.

პოლისი კომფორტი - რემონტის, ავეჯის და ტექნიკის დაზღვევა ყველაზე ხელმისაწვდომი პირობებით.

ონლაინ მომსახურება სრულიად უფასოა და თავისუფალია საკომისიო გადასახადისგან!

ჩვენი გამუდმებით ვზრუნავთ, რომ სადაზღვევო მომსახურება თქვენთვის უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გავხადოთ. ონლაინ სერვისებს უახლოეს მომავალში დაემატება ახალი ფუნქციები და სერვისები, მათ შორის ზარალის გაცხადება და ანაზღაურება ონლაინ!

რეგისტრაცია 

www.mygpi.ge-ზე დასარეგისტრირებლად საჭიროა გაიაროთ საიტზე რეგისტრაციის სტანდარტული პროცედურა, თქვენი პირადი ინფორმაციის მითითებით.

ვებ გვერდზე რეგისტრაცია შესაძლებელია ჯიპიაი ჰოლდინგის მომხმარებლებისთვის - მათთვის ვისაც რეგისტრაციის მომენტში აქვთ აქტიური პოლისი. თუ თქვენ არ ფლობთ ჯიპიაი ჰოლდინგის მოქმედ პოლისს, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ დაზღვევა ონლაინ და ამის შემდეგ გაიაროთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე.

რეგისტრაციის გვერდზე შესაბამის ველში შეიყვანეთ ნებისმიერი აქტიური პოლისის ნომერი ან თქვენი პირადი ნომერი, რათა საიტზე ავტორიზაციის შემდეგ თქვენს პირად გვერდს მიაბას ყველა თქვენი აქტიური პოლისი. ამ შემთხვევაში შეგეძლებათ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თქვენი პოლის(ებ)ის შესახებ და განახორციელოთ პრემიის (დაზღვევის საფასურის) გადახდა ონლაინ: ერთჯერადად ან ავტომატურ რეჟიმში  ყოველთვიურად - ანუ ყოველი თვის წინასწარ განსაზღვრულ თარიღში საბანკო ბარათიდან ავტომატურად ჩამოგეჭრებათ დაზღვევის საფასური.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ მიმდინარე პერიოდში არ ფლობთ ჯიპიაი ჰოლდინგის მოქმედ დაზღვევას, თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჯიპიაი ჰოლდინგის შემოთავაზებები, გააკეთოთ განაცხადი თქვენთვის სასურველ დაზღვევაზე, გადაიხადოთ პირველადი ღირებულება, და გახდეთ პოლისის მფლობელი ონლაინ. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე და იხილოთ თქვენი პირადი კაბინეტი.

*აქტიური პოლისი - პოლისი, რომლის მოქმედების ვადა არ არის ამოწურული საიტზე რეგისტრაციის მომენტში და რომელზეც მოცემული მომენტისთვის იხდით დაზღვევის ღირებულებას.

ავტომატური გადახდები

ავტომატური გადახდის სისტემა - გულისხმობს დაზღვევის ღირებულების ყოველთვიურად, ავტომატურ რეჟიმში ჩამოჭრას პოლისის გაუქმებამდე.

ავტომატური გადახდის გასააქტიურებლად აუცილებელია გაიაროთ საიტზე ავტორიზაცია, თქვენ მოქმედ სადაზღვევო პოლისზე აირჩიოთ ავტომატური გადახდის ფუნქცია და მოახდინოთ თქვენი ბარათის დადასტურება. შესაბამისად, პირად კაბინეტში, რეგისტრირებული ბარათების ჩამონათვალში გამოგიჩნდებათ, ავტომატურ გადახდაზე მიბმული პოლისი და ბარათი.