ჯიპიაი ჰოლდინგის ეკოისტების მოძრაობა დაიწყო!

ეკოისტების მოძრაობა იმ ადამიანებს აერთიანებს, ვინც ზრუნავს როგორც საკუთარ თავზე, ისე გარემოზე. თუ სვამ საკმარის წყალს, ვარჯიშობ, დადიხარ ფეხით, ატარებ ველოსიპედს, ან მართავ გამართულ ავტომობილს, ეკოისტი ხარ!

შენ შეგიძლია ეკოქცევით გამოიმუშავო თანხა და დააგროვო ეკომონეტები - ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტა.

ეკომონეტების დაგროვების ორი გზითაა შესაძლებელი:
1. დაზღვევით - ყოველი გადახდილი პრემიიდან თანხის 10%-მდე გროვდება ანგარიშზე
2. ეკოაქტივობით

ჩვენი განახლეულია აპლიკაცია MyGPI-ს მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, ყოველდღიური 5 ეკოქცევით დაგროვოს ეკომონეტები:

ვარჯიში - დღეში ერთი სტუმრობა ასპრიას ფიტნეს ცენტრებში = 20 ეკომონეტას
სიარული - დღეში 10,000 ნაბიჯის გავლა = 5 ეკომონეტას
წყლის მიღება - დღეში ორი ლიტრი წყლის დალევა = 2 ეკომონეტას
ველოსიპედის შეძენა - წელიწადში ერთხელ ველოსიპედის შეძენა სპორტული ინვენტარის ჰიპერმარკეტ EXTREME-ში = 500 ეკომონეტას
გამონაბოლქვის შემოწმება - წელიწადში ერთხელ „ქვიქტესტის“ ცენტრებში ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება = 1,000 ეკომონეტას

100 ეკომონეტა= 1 ლარს

აქტიური ეკომონეტების გამოყენება შესაძლებელია, როგორც ახალი პოლისის შესაძენად, ისე უკვე არსებულის განახლებისთვის.

• ეკოქცევით დაგროვებული ეკომონეტები აქტიურდება აპლიკაციაში ქცევის დაფიქსირებისთანავე და მისი დაზღვევაში გახარჯვა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი
• პრემიის გადახდით დაგროვებული ეკომონეტები კი ამ პოლისის შეძენიდან ექვსი თვის შემდეგ აქტიურდება.

ეკოისტების მოძრაობაში ჩასართავად გადმოწერე აპლიკაცია MyGPI, დაიწყე ქულების დაგროვება და შემოუერთდი ფეისბუქ ჯგუფს - ეკოისტები | Ecoists. ეკოისტები | Ecoists არის სივრცე, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებისთვის ეკოისტებს აერთიანებს და ქმნის მოძრაობას უკეთესი, ჯანსაღი გარემოსთვის.